გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ოთარ შამილიშვილი

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი,  ოთარ შამილიშვილი. პროფესორმა ოთარ შამილიშვილმა პედაგოგიური საქმიანობითა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიის სხვადასხვა მიმართულების განვითარებასა და კვალიფიციური კადრების აღზრდაში. ქიმიკოსის სამეცნიერო ინტერესთა სფერო იყო  როგორც მეთოდური, ასევე ახალი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა. პროფესორმა ოთარ შამილიშვილმა ასევე ხელი შეუწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქიმიის ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვასა და ქიმიური რეაქტივების ლაბორატორიულ-სადემონსტრაციო საშუალებების სასწავლო პროცესში გამოყენებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა