1. გამოცხადდა კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“) აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის და ასისტენტის) 2017 წლის 19 სექტემბრიდან დასაკავებლად;
2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N41 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2017@bsu.edu.ge);
3. კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 9 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით;
4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2017 წლის 12 სექტემბრისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2017 წლის 19 სექტემბრიდან;
6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
6.1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ კლასიფიკატორის (შემდეგში ,,კლასიფიკატორი“) 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
6.2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;
6.3. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში -ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის;
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ასისტენტ-პროფესორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისთვის, ხოლო ასისტენტმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი);
ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
თ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (წინამდებარე ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად შედგენილი);
ი) კონკურსანტის ანკეტა (წინამდებარე ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად შედგენილი).
8. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა საპროცედურო კომისიას უნდა წარუდგინოს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), ხოლო ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა - ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;
9. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;
10. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და ,,2017-2018 სასწავლო წლიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
რექტორის ბრძანება №01-08/58დანართი 3 - კონკურსანტის განცხადების ფორმა
დანართი 4 - კონკურსანტის ანკეტა
ვაკანტური აკადემიური თანამდებობები
კლასიფიკატორი
აკადემიური თანამდებობების დასაკავებელ კონკურსში 65 წელს მიღწეული პირების არჩევის შესაძლებლობის შესახებ
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №03, ბსუ-ს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №03, ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №04, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახლმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
შრომებისა და კონფერენციების დასამოწმებელი ფორმა
უკან |