ბათუმში Georgian Service Group 2007- ის ფილიალი იხსნება
პირველი აუტსორსული კომპანია Georgian Service Group 2007 ბათუმში ფილიალს ხსნის და ეძებს გერმანული, ინგლისური, ფრანგული და ესპანური ენის მცოდნე მოტივირებულ თანამშრომლებს. 20 ივლისს, 10:00 საათზე, ბსუ-ს 55-ე აუდიტორიაში Georgian Service Group 2007- ის ფილიალის წარმომადგენლები კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით გამართავენ პრეზენტაციასა და ტესტირებას სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
- 10:00 – 11:00 საათი - პრეზენტაცია
- 12:00 – 14:00 საათი -ტესტირება
- 14:00- 18 საათი -გასაუბრება
კომპანია 2007 წელს თბილისში დაარსდა და ამჟამად 260 თანამშრომლით ევროპული ბაზრის 9 ენობრივ ჯგუფს ემსახურება.
ბათუმის ფილიალში ცხადდება ვაკანსია უცხოელ მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. (ასაკი არ არის შეზღუდული)
ენობრივი ჯგუფები:
- გერმანული (40 ვაკანტური ადგილი)
- ფრანგული (20 ვაკანტური ადგილი)
- ესპანური (20 ვაკანტური ადგილი)
- ინგლისური (20 ვაკანტური ადგილი)
მოვალეობები
- უცხოელი მომხმარებლების ელფოსტაზე და სატელეფონო ზარებზე პასუხი
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას
საწყისი ხელფასი: 750 ლარი (ნეტო)
საცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ხელფასის ეტაპობრივი ზრდა
პრემირების სისტემა გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
კომპანია მუშაობს კვირაში 7 დღე 08:00-დან 22:00 საათამდე
თითოეული თანამშრომელი მუშაობს კვირაში 5 დღეს 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით
- ახალგაზრდა და მოტივირებულ გუნდს
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ზემოთ ჩამოთვლილი ენებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად (მინ.B2) ცოდნა
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შერჩევა
- ტესტირება
- გასაუბრება
უკან |