ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს 2017 წლის 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2-ე სართული);
ბსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ)
ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2017 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის კორპუსი) შემდეგი განრიგით:
მისაღები გამოცდა უცხო ენაში-2017 წლის 30 აგვისტო (დაწყების დრო: I ცვლა - 1000 საათი, II ცვლა - 1400 საათი; III ცვლა- 1700 საათი):
გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 31 აგვისტო.
საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017 წლის 1 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაიცემა - 2017 წლის 4 სექტემბერს.
მისაღები გამოცდა სპეციალობაში- 2017 წლის 5 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო: I ცვლა - 1000საათი, II ცვლა - 1400 საათი; III ცვლა- 1700 საათი):
გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 6 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017წლის 7 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაიცემა - 2017 წლის 8 სექტემბერს.
გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge
ტელ.: + 995 599 79-92-90
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
განცხადება
ბრძანება
უკან |