ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (№ 1 დანართი)
დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს 2017 წლის 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);
ბსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);
ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (შეავსეთ და ამობეჭდეთ)
გ) მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ვ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა(შეავსეთ და ამობეჭდეთ)
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი - ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის კორპუსი) შემდეგი განრიგით:
გამოცდა უცხო ენაში - 2017 წლის 1 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი);
გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 4 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017 წლის 5 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა- 2017 წლის 6 სექტემბერს.
გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში - 2017 წლის 7 სექტემბერს (გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 10:00 საათი):
გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 8 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2017 წლის 11 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა - 2017 წლის 12 სექტემბერს.
გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge
ტელ.: + 995 599 79-92-90
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
განცხადება
ვაკანტური დგილები
თანხმობა
სააპლიკაციო ფორმა
ბრძანება
უკან |