ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა 2017 წლის 2, 3, 4, 7 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ა) განცხადება;
- ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
- დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/ სტატუსშეწყვეტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2017 წლის 2, 3, 4, 7 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ა) განცხადება;
- ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
- დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 14, 15, 16 აგვისტოს ჩათვლით;
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
ტელ.: +995 577 44 54 00
აკადემიური საბჭოს დადგენილება №58, 7 ივლისი 2017 წელი
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის/შიდა მობილობის კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ
უკან |