VI საერთაშორისო სკოლა-სემინარი `ბიომედიცინის აქტუალური საკითხები”
30 ივნისი - 02 ივლისი, 2017 წელი
სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიოსამედიცინო თემატიკით მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს, ლექციებს წაიკითხავენ ადგილობრივი და უცხოელი პროფესორები, ჩატარდება პრაქტიკული მასტერ- კლასები .
სკოლა-სემინარის ჩატარების ადგილი:
ბათუმი, ნინოშვილის 35;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის დარბაზი (N55)
აბსტრაქტის წარდგენისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
• მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების აბსტარქტის ელექტრონული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე. აუცილებელია მიეთითოს: მოხსენების სათაური და ავტორ(ებ)ი; სამეცნიერო ხელმძღვანელი; უმაღლესი სასწავლებლის/ორგანიზაციის დასახელება; ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი.
• აბსტრაქტის მოცულობა - არაუმეტეს 1000 სიმბოლო. აბსტრაქტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ივნისი.
• სკოლა-სემინარის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.
• სარეგისტრაციო თანხა სტუდენტებისათვის შეადგენს 30 ლარს, ხოლო მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისათვის - 50 ლარს.
მასალები დაიბეჭდება კრებულის სახით, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სარეგისტრაციო თანხის გადახდა შესაძლებელია ანგარიშზე: სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ საიდ. კოდი - 245428158 მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7519 – (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები) დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ - ბიომედიცინის სკოლა-სემინარი. ასევე, საფასური და მონაწილის სახელი და გვარი.
პროგრამაუკან |