
12 ივნისს, 14:00 საათზე, 307-ე აუდიტორიაში, თემაზე: ,,რატომ არის საჭირო ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ საჯარო დისკუსია გაიმართება.
ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გეგმა შეიმუშავა, რომელსაც სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნობს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:
- რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა
- რა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ
- რა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა
- როგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელები ახალი კანონმდებლობის პირობებში
- რა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით
- როგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები
უკან |