საერთაშორისო კონფერენცია-„ტურიზმი:ეკონომიკა და ბიზნესი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი

 

   აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 

2017 წლის 10- 11 ივნისს   მართავს

             VI  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას

 

  ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

 

      კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული  მიმართულებებია:

1.       ტურიზმის განვითარების ხედვა და სტრატეგია

2.      ტურიზმის  ინდუსტრია  და ბიზნესგარემო  

3.       სოფლად ტურიზმი და მდგრადი ბიზნესი

4.      კრეატიული მასპინძლობის  მენეჯმენტი   

5.      განათლება, ინოვაციები  და   ტექნოლოგიები ტურიზმში  

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილია 100–ზე მეტი მოხსენება, მონაწილეობენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების, გერმანიის, ნორვეგიის,  უკრაინის, ბელორუსიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, ყირგიზეთის პროფესორები და ტურიზმის დარგის სპეციალისტები, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის   წარმომადგენლები.   

11 ივნისს კონფერენცია მაჭახელას ხეობაში იმუშავებს.  კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან  ახალ ტურისტულ პროდუქტებს,  გაიმართება დისკუსია.  მთავარი აქცენტი გაკეთდება სოფლად ტურიზმის განვითარებაზე. 

მთავარი მიზანია ტურიზმის განვითარების პრობლემების გადაწყვეტისათვის მეცნიერების, სპეციალისტებისა და ბიზნესმენთა  ერთობლივი ძალისხმევა. კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია  მაჭახელას ხეობის  ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია.

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა