აკადემიური საბჭოს 2017 წლის 5 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

  1. ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და დოქტორანტურის

მართვის სამსახურის უფროსი თ. მაჭუტაძე)

2. „ბსუ–ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 8 ოქტომბრის №111-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ-ლი,

ასოც. პროფ. ა. ბერიძე)

3. ბსუ-ს განათლების ფაკულტეტზე ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  ცენტრში ინგლისური ენის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

(მომხს.: ფაკ-ის დეკანი, ასოც. პროფ. მ. მიქელაძე)

4. ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ზოგიერთი დოქტორანტისთვის სამეცნიერო ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და დოქტორანტურის

მართვის სამსახურის უფროსი თ. მაჭუტაძე)

5. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 02 მარტის  №13 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის

დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)

6. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ზოგიერთი დოქტორანტისთვის სწავლის ვადის გაგრძელების შესახებ.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის

დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)

7. ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოც. პროფ. დავით ქათამაძისა და ასოც. პროფ. გულიკო ქათამაძის ნაშრომის „საერთაშორისო კონკურენცია“ სახელმძღვანელოდ აღიარების შესახებ.

(მომხს.: ფაკ-ის დეკანი, პროფ. ვ. ღლონტი)

8. ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტ. პროფ. ვახტანგ ბერიძისა და პროფ. დავით დევაძის ნაშრომის „მოდელირება და სიმულაციები (Mathcad)“ სახელმძღვანელოდ აღიარების შესახებ.

(მომხს.: ფაკ-ის დეკანი, ასოც. პროფ. გ. ფარტენაძე)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა