უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრში) მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან მრავალმხრივი და სრულფასოვანი შეფასების მიზნით ცენტრი 2017 წლის 10 მარტიდან 2017 წლის 10 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად.
შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც განაცხადს წარმოადგენენ 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგში (TOT), ხოლო შემდეგ ეტაპზე ჩაერთვებიან სხვა ექსპერტების მომზადებაში.
*უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტობის ყველა მსურველისთვის (მათ შორის მოქმედი ექსპერტებისთვის) სავალდებულოა ექსპერტთა კონკურსში მონაწილეობა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის ფუნქციები:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს:
დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის შესწავლას;
დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებების და კითხვების ჩამოყალიბებას;
საავტორიზაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას;
საავტორიზაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება;
ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას;
შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.
მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი ნაწილის შესაფასებლად ექსპერტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან იყოს დოქტორანტი და ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, განხორციელებასა და განვითარებაში მონაწილეობის გამოცდილება და/ან კვლევის განხორციელებისა და/ან კვლევითი პროექტების მართვის გამოცდილება;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მინიმუმ ერთი სტანდარტის შესაფასებლად შესაბამისი სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
"ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)" 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა;
ბოლონიის პროცესის შესახებ ზოგადი ცოდნა;
უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
"საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
"ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
შესაბამისი სფეროს დარგობრივი მახასიათებლები.
უნარები
კომპიუტერული უნარების ქონა;
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ინგლისური ენის ცოდნა
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ექსპერტთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 2017 წლის 10 ივლისამდე, სრულყოფილად უნდა შეავსოს მითითებული განაცხადის ელექტრონული ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე; ხოლო, ელექტრონული ფოსტაზე jobs@eqe.ge წარმოადგინოს: 1) ავტობიოგრაფია (CV); 2) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი". ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან ცენტრის თანამშრომელი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
განცხადების წარდგენა;
წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
ექსპერტთა შერჩევის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა;
გასაუბრება;
კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.
ცენტრი უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ
უკან |