აკადემიური საბჭოს 2017 წლის 2 მარტის სხდომის დღის წესრიგი

1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2016 წლის სამეცნიერო მუშაობის ანგარიშის, 2017 წლის გეგმისა და ბიუჯეტის განხილვის შესახებ.

(მომხს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მ. მეტრეველი)

2. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2016 წლის სამეცნიერო მუშაობის ანგარიშის, 2017 წლის გეგმისა და ბიუჯეტის განხილვის შესახებ.

(მომხს. ინსტიტუტის დირექტორი რ. მალაყმაძე)

3. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2016 წლის სამეცნიერო მუშაობის ანგარიშის, 2017 წლის გეგმისა და ბიუჯეტის განხილვის შესახებ.

(მომხს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ზ. მიქელაძე)

4. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის ორგანიზებულად წარმართვის შესახებ” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 06 ივლისის #40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხს. რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფ. თ. სირაძე)

5. ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის საშტატო ერთეულის გაუქმებისა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში ასისტენტ პროფესორის საშტატო ერთეული დამატების თაობაზე.

(მომხს. რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფ. თ. სირაძე)

6. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტზე   აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)

7. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნინო ლომთათიძის ნაშრომის სახელმძღვანელოდ აღიარების შესახებ.

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)

8. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ.

(მომხს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფ. ს. ბერიძე)

9. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ნაშრომების სახელმძღვანელოებად აღიარების შესახებ;

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. გიორგაძე)

10. ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორთა ნაშრომის სახელმძღვანელოდ აღიარების შესახებ;

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რ. ბერიძე)

11. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგიერთი დოქტორანტისთვის სწავლის ვადის გაგრძელების შესახებ;

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. გიორგაძე)

12. განათლების ფაკულტეტის დოქტორანტ შორენა მესხიძისთვის სამეცნიერო ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

(მომხს. მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და დოქტორანტურის მართვის სამსახურის უფროსი თ. მაჭუტაძე)

13. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)

14. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. გ. ფარტენაძე)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა