აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2017 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით.
საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.
იხ. სააპლიკაციო ფორმა, შეფასების ფორმა, კომისიის წევრები
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4
ელ. ფოსტა Maka.67@mail.ru
ტელ: 577 30 41 51; 0422 24 53 78
შევსების ფორმა
კომისიის წევრები
უკან |