საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში უნივერსიტეტი) აკადემიური საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში, ქირურგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2017 წლის 17 იანვრიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს II კორპუსის მე-3 სართულზე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საპროცედურო კომისია), N309 ოთახი.
კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა და განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიების მიერ 2017 წლის 10 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით, 1500 საათიდან 1700 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 12 იანვარს.
საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2017 წლის 16 იანვრისა, საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე (იხ. ბმული)
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის 17 იანვრიდან.
II. საკონკურსო პირობები
2.1. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
2.2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს ბსუ–ს იმ ფაკულტეტის საპროცედურო კომისიას, რომლის აკადემიური პერსონალის ვაკანტურ თანამდებობაზეც გამოცხადებულია კონკურსი.
2.3. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარმოდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.
2.4. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ქსეროასლთან ერთად;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების მიერ;
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია) ავტორის შეხედულებისამებრ, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე;
ვ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი დამოწმებული სანოტარო წესით;
ზ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4;
თ) ინგლისურის ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ინგლისურენოვანი პროგრამების სასწავლო კურსების წაკითხვის შემთხვევაში)
2.5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია იმ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია.
2.6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი“–თ დადგენილი კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადება (დანართი №2), კონკურსანტის მიერ შევსებული ანკეტა (დანართი №3) და შესაბამისი დოკუმენტაცია.
2.7. კონკურსანტის მიერ შევსებული ანკეტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
2.8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ანკეტა შევსებული უნდა იქნას სრულად და მას უნდა ერთვოდეს ანკეტაში ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა აუცილებელი დოკუმენტი ან მასალა.
2.9. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა
65 წელს მიღწეული პირის მიერ უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
IV. კონკურსის ჩატარების წესი
4.1. კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში ან/და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
4.2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის გამოსავლენად გაითვალისწინება:
ა) განათლება, აკადემიური ხარისხი და სამსახურეობრივი გამოცდილება;
გ) საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური და სასწავლო–მეთოდური საქმიანობა;
დ) კონკურსანტის ხელმძღვანელობით შედგენილი აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
ე) კონკურსანტთა მონაწილეობა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებზე (ბოლო 6 წლის განმავლობაში);
ვ) სასწავლო კურსების რაოდენობა, რომელთა წაკითხვა შეუძლია კონკურსანტს (პრიორიტეტი ენიჭება უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის კურსთან მიმართებით წარმოდგენილ ინფორმაციას);
ზ) საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი დარგის სწავლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა (ბოლო 6 წლის განმავლობაში);
თ) პუბლიკაციები არაუმეტეს 5–ისა, კონკურსანტის შეხედულებისამებრ (ბოლო 6 წლის განმავლობაში);
ი) პატენტები/გამოგონებები (ბოლო 6 წლის განმავლობაში);
კ) კონკურსანტის შეხედულებისამებრ ბოლო 6 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (არა უმეტეს 5–ისა).
ლ) საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში.
უკან |