საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი, შპს „აგრიჯორჯიასა“ და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, იწყებს საქართველოს თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს.
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გაეცნონ თხილის წარმოება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სტუდენტები პროექტის ფარგლებში საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამეგრელოს რეგიონში და გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აგრიჯორჯიას პლანტაციების ტერიტორიაზე ახლად შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში. სტუდენტები თავად მიიღებენ მონაწილეობას ნაკვეთების მომზადებაში.
ტრეინინგის მოკლე აღწერა:
დეკემბერი - ახალი პლანტაციის გაშენება, გასხლვა და ბაღის მენეჯმენტი.
აპრილი - მცენარეთა დაცვა და ფერტილიზაცია.
აგვისტო-სექტემბერი - მოსავლის აღება და მისი შემდგომი დამუშავება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- აგრონომიული, აგრო-ეკოლოგიური ან მცენარეთა დაცვის მიმართულება;
- თხილის სექტორში დასაქმების სურვილი (სამეგრელოს რეგიონში დასაქმება ჩაითვლება უპირატესობად);
სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში: 20-25 სტუდენტი.
მგზავრობის, კვების, სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში.
დღიური ანაზღაურება: 15 ლარი.
დაინტერესებულმა მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@georgiareap.org არაუგვიანეს 2016 წლის 13 ნოემბრისა.
Application FormHazelnut Training Program
უკან |