აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

  1. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ პროგრამული ანგარიში;
    (მომხს-ები: პროფ. მ. ჩოხარაძე; პროფ. მ. ფაღავა)
  2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასისტენტის ორი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 სექტემბრის №78 დადგენილებით გამოცხადებული  კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ;
    (მომხს. კომისიის თავ-რე, პროფ. ს. ბერიძე)
  3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის №84 დადგენილებით გამოცხადებული  კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ;
    (მომხს. კომისიის თავ-რე, პროფ. კ. ქაშიბაძე)
  4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ;
    (მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ, მ. ქორიძე)
  5. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე სახელობითი სტიპენდიების შემოღებისა და აუდიტორიებისათვის გამოჩენილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ” ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 სექტემბრის N124 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე;
    (მომხს-ები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ, მ. გიორგაძე; საბუნებისმეტყველო მეცნ-თა და ჯანდაცვის ფაკ-ის დეკანი, პროფ. მ. ქორიძე)
  6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ლალი თავაძის ნაშრომის („კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა“) სახელმძღვანელოდ აღიარების შესახებ;
    (მომხს. ფაკულტეტის დეკანი, პროფ, მ. გიორგაძე)

მიმდინარე საკითხები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა