ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ,,ისტორია“ (2 ვაკანტური ადგილი) და ,,ლინგვისტიკა“ (2 ვაკანტური ადგილი).
ა) დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს 2016 წლის 28-31 ოქტომბერს 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);
ბ) დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, (მისამართი - ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35) შემდეგი განრიგით:
4.1. გამოცდა უცხო ენაში - 2016 წლის 2 ნოემბერი, გამოცდის დაწყების დრო 1000 საათი, აუდიტორია № 37
4.1. 1. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2016 წლის 2 ნოემბერს.
4.1.2. საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 2, 3, და 4 ნოემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
4.1.3. საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს 2016 წლის 5 ნოემბერს.
4.2. გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში - 2016 წლის 7 ნოემბერს გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 1000 საათი, აუდიტორია № 37 (ლინგვისტიკა), აუდიტორია № 48 (ისტორია).
4.2.1. გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2016 წლის 7 ნოემბერს.
4.2.2. საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 7, 8 და 9 ნოემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
4.2.3. საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს 2016 წლის 10 ნოემბერს.
- გასაუბრებაზე/გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
ბსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);
ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, დამტკიცებული „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 27 ივლისის №134 დადგენილებით (დანართი 2)
გ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2016 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი);
დ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) 2 ფოტო სურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო თემის დასახელება და სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge
ტელ.: 599 79 92 90, 599 50 00 02
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:
უკან |