2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“ კერძოდ,
- ნავთობისა და გაზის ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
- ოქროს ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
- ალმასის ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
- ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში;
- საქართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მსოფლიო სანედლეულო ბაზრებზე: გამოწვევები და პერსპექტივები.
საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის.
(იხილეთ საჯარო ლექციების ჩატარების გრაფიკი).
გრაფიკი
უკან |