18, 19, 20 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“.
ლექციები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ინჟინერიით დაინტერესებული მსმენელებისათვის.
ესპანელი პროფესორის საჯარო ლექციები ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაფინანსებით ტარდება.
(იხილეთ საჯარო ლექციების ჩატარების გრაფიკი).
გრაფიკიუკან |