მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევების კონკურსის მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

გაიზარდა მაგისტრანთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის საბუთების მიღების ვადა (იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე mr@rustaveli.org.ge 2016 წლის 24 ოქტომბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

საკონსულტაციო დღეების განრიგი:

11 ოქტომბერი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115-ე აუდიტორია, 18:00 საათზე;
12 ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი (106), 17:00 საათზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა