ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლისათვის აცხადებს საშემოდგომო მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მშენებლობის მწარმოებელი;
- კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი ;
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (მოდულური);
- კორესპონდენტი (ჟურნალისტიკა);
- სარესტორნო საქმისმწარმოებელი;
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ატესტატის დედანი და ასლი (დამოწმებული ნოტარიულად)
- ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
- დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
შენიშვნა:
- მისაღებ გამოცდებს ატარებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი
- გამოცდებზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი
რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, ოთახი №28 (პასუხისმგებელი პირი მამუკა გოგელია (მობილური:577491939); ეკატერინე ბაღდოშვილი (მობილური:593 227862);
მშენებლობის მწარმოებლის პროფესიული ტესტირების ნიმუშები
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის პროფესიული ტესტირების ნიმუშები
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (მოდულური)
კორესპონდენტი (ჟურნალისტიკა) პროფესიული ტესტირების ნიმუშები
სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიული ტესტირების ნიმუშები
უკან |