ვაკანტურ საათებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კონკურსის წესით, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვაკანტური საათების წაკითხვის მიზნით იწვევს ლექტორ მასწავლებლებს, შემდეგ საგნებში:

1. რეგიონთმცოდნეობა - 60 საათი
2. საერთაშორისო უსაფრთხოება - 60საათი
3. საერთაშორისო პოლიტიკა - 90საათი
4. რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები და ინტეგრაციული პროცესები - 60საათი
5. ევროპული ორგანიზაციები - 45საათი
6. ევროკავშირის პოლიტიკა - 90საათი
7. ევროპის ეკონომიკა - 90საათი
8. საერთაშორისო მოლაპარაკებები - 30 საათი
9. ევროპული იდენტობა - 75 საათი
10. ფსიქოლოგია (საუნივერსიტეტო) – 525 საათი
11. ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგიური საფუძვლები - 45 საათი
12. ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები - 45 საათი
13. ფსიქიკურ ავადმყოფთა რეაბილიტაცია - 45 საათი
14. ნეიროფსიქოლოგია - 75 საათი

დოკუმენტების მიღება იწარმოებს 12სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა.  განცხადება;
ბ.   CV;
გ.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი.

კონკურსი ჩატარდება 15 სექტემბერს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა