სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო,

უნივერსიტეტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ბსუ-ში სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს.

პიველკურსელთა  რეგისტრაცია იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე 9 სექტემბრის ჩათვლით.

II-III-IV კურსელთა აკადემიური რეგისტრაცია (ელექტრონული მართვის სისტემაში) იწარმოებს 26 სექტემბრამდე.  აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია. ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ფინანსური რეგისტრაცია იწარმოებს 24 სექტემბრის ჩათვლით.


2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდა (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) განხორციელდება 3 (სამ) ეტაპად,  შემდეგნაირად:

  • I ეტაპი - ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის - 24 სექტემბრის ჩათვლით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის  - 21 ოქტომბრის ჩათვლით;
  • II ეტაპი - 09 ნოემბრის ჩათვლით;
  • III ეტაპი - 11 იანვრის ჩათვლით;

აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე გამოყოფილია კომპიუტერული სივრცეები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმერ სტუდენტს.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლის საფასური);

დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

იმისათვის, რომ გადახდილი სწავლის/კრედიტების საფასური ავტომატურად აისახოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.

გისურვებთ წარმატებებს !
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა