II-III-IV კურსის სტუდენტი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია 26 სექტემბრამდე (სტუდენტის მიერ დარეგისტრირებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში). აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდა (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) განხორციელდება 3 (სამ) ეტაპად, შემდეგნაირად:
- I ეტაპი - ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის - 24 სექტემბრის ჩათვლით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის - 21 ოქტომბრის ჩათვლით;
- II ეტაპი - 09 ნოემბრის ჩათვლით;
- III ეტაპი - 11 იანვრის ჩათვლით;
აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე გამოყოფილია კომპიუტერული სივრცეები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმერ სტუდენტს.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური);
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;
იმისათვის, რომ გადახდილი სწავლის/კრედიტების საფასური ავტომატურად აისახოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.
უკან |