პირველკურსელთა რეგისტრაცია!

ყველა პირველკურსელს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ბსუ-ში სასწავლო პროცესი განხლდება 3 ოქტომბერს. პირველკურსელთა აკადემიური  რეგისტრაცია იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №309);
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35,  ოთახი №42);
  3. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული მათემატიკა, გამოყენებითი ფიზიკა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №210);
  4. განათლების ფაკულტეტზე: დაწყებითი განათლება   (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №50);
  5. იურიდიული ფაკულტეტზე: სამართალმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №515);
  6. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე: ფინანსები, მენეჯმენტი,  ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №418);
  7. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:  ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №520) ;
  8. ტურიზმის ფაკულტეტზე: ტურიზმი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №15);
  9. ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, სამთო და გეო-ინჟინერია, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროეკოლოგია, აგროინჟინერია   (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №102);


რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
  • ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
  • დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლის საფასური);
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

იმისათვის, რომ გადახდილი სწავლის/კრედიტების საფასური ავტომატურად აისახოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდა (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) განხორციელდება 3 (სამ) ეტაპად,  შემდეგნაირად:

  1. I ეტაპი – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის – 24 სექტემბრის ჩათვლით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის  – 21 ოქტომბრის ჩათვლით;
  2. II ეტაპი – 09 ნოემბრის ჩათვლით;
  3. III ეტაპი – 11 იანვრის ჩათვლით;

აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე გამოყოფილია კომპიუტერული სივრცეები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმერ სტუდენტს.

უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე,  შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე ინფორმაციას მიიღებთ სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.  მისამართი: უნივერსიტეტის ფოიე, I კორპუსი, ნინოშვილის ქ.35


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა