მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბსუ-ს სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ კანდიდატთა საყურადღებოდ!

გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს ტექნოლოგიური კორპუსის შენობაში
(მისამართი: ფიროსმანის ქ. №12)

გამოცდაზე დასასწრებად კანდიდატმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი

დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

  უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული) გამოცდა - 13 სექტემბერი
  გამოცდა სპეციალობაში -  20 სექტემბერი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლისათვის  აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ა)მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია)   იწარმოებს    2016 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსიმე-2-ე სართული);

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს ბსუ-ს  ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12) შემდეგი განრიგით:

4.1. მისაღები გამოცდა უცხო ენაში-2016 წლის 13 სექტემბერს (დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი):

4.1.1. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს - 2016 წლის 14 სექტემბერს;

 4.1.2. საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2016 წლის 14, 15 და 16 სექტემბერს, მაგისტრატურაში მიმღებ კომისიაში.

 4.1.3. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2016 წლის 19 სექტემბერს.

4.2. მისაღები გამოცდა სპეციალობაში- 2016 წლის 20 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი):

4.2.1. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს - 2016 წლის 21 სექტემბერს;

4.2.2. საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2016 წლის 21, 22 და 23 სექტემბერს, მაგისტრატურაში მიმღებ კომისიაში.

4.2.3. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2016  წლის 26 სექტემბერს.

გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

ბსუ-ს მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 23 ივლისის №83 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული მაგისტრანტობის კანდიდატის ანკეტა და განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ)

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2016 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge

ტელ.: 599 79 92 90, 599 50 00 02


სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

განათლების ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი

უცხო ენების ტესტების ნიმუშები  ლინგვისტიკისა და ევროპეისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის  (გარდა ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა)

უცხო ენების ტესტების ნიმუშები გამოცხადებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (მათ შორის ქართული ფილოლოგიის მიმართულებით)

ბრძანება №01-08/39

 

  უცხო ენის გამოცდა
  გამოცდა სპეციალობაში

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა