ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ კანდიდატთა საყურადღებოდ!
უცხო ენის გამოცდა - 15 სექტემბერი
უცხო ენის გამოცდა ჩატარდება ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში
(მისამართი: ფიროსმანის ქ. № 12)
გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება
გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 22 სექტემბერს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (№ 1 დანართი)
ა) დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს 2016 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);
ბ) დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, საგამოცდო ცენტრში (მისამართი - ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12) შემდეგი განრიგით:
4.1. გამოცდა უცხო ენაში - 2016 წლის 15 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო 1000 საათი);
4.1. 1. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2016 წლის 16 სექტემბერს;
4.1.2. საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 16, 19 და 20 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
4.1.3. საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს 2016 წლის 21 სექტემბერს.
4.2. გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში - 2016 წლის 22 სექტემბერს (გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 1000 საათი):
4.2.1. გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2016 წლის 23 სექტემბერს;
4.2.2. საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 23, 26 და 27 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;
4.2.3. საპრეტენზიო განცხადებებს პასუხი გაეცეს 2016 წლის 28 სექტემბერს.
- გასაუბრებაზე/გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
ბსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);
ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, დამტკიცებული „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 27 ივლისის №134 დადგენილებით (დანართი 2)
გ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2016 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი);
დ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) 2 ფოტო სურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსიაCD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო თემის დასახელება და სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge
ტელ.: 599 79 92 90, 599 50 00 02
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბრძანება №01-08/40
გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში
უკან |