საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2016 წლის 29, 30, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/სტატუსშეწყვეტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2016 წლის 29, 30, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 6, 7, 8 სექტემბრის ჩათვლით;
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს (ბრძანების გამოცემამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) ფინანსურ დავალიანებას;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი №1 (კანცელარია)
ტელ: 577 14 10 70;
უკან |