სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18 საათამდე.
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ-ში გადმოსვლის მსურველებმა 2016 წლის 24, 25, 26, 29, 30, 31 აგვისტო, 1, 2 სექტემბრის (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 1, 2, 5 სექტემბრის ჩათვლით;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი №1 (კანცელარია)
ტელ: 577 14 10 70;
უკან |