სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის არჩევნები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესიგანათლებისშესახებ" საქართველოსკანონის 21-ემუხლის1-ლი პუნქტის და 22-ე მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ბათუმის შოთარუსთა­ველისსახელმწიფოუნივერსიტეტისწესდების მე-8, 25-ე, 37-39-ე მუხლების  საფუძველზე აკადემიურმა საბჭომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის 4 (ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად  არჩევნები გამოცხადდეს 2016 წლის 30 მაისს.
  2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:
    ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    ბ) 5 წლის სამუშაო გამოცდილება;
    გ)  სამოქმედო გეგმა.
  3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ოთახი N4), 2016 წლის 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, შაბათ-კვირისა და სხვა უქმე დღეების გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
  4. კანდიდატმა ამ დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ  უნდა წარმოადგინოს:
    ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ბ)  ფერადი ფოტო, ზომით ¾;
    გ) ავტობიოგრაფია (СV);
    დ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
    ე) სამოქმედო გეგმა;
     ვ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან);
    ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდეს 2016 წლის 18 ივლისს,12:00 სთ-ზე.
  6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნები ჩატარდეს 2016 წლის 18 ივლისს, 15:00 სთ-ზე.
  7. რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების (დანართი 1) გამოქვეყნება დაევალოს:
    ა) ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე  - ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 მაისისა;
    ბ) ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე (საინფორმაციო დაფებზე) – ბსუ-ს კანცელარიას და ფაკულტეტების სამდივნოებს არაუგვიანეს 2016 წლის 30 მაისისა ;
    გ) ბსუ-ს გაზეთში „ბათუმის უნივერსიტეტი“ - ამ გაზეთის რედაქტორს არაუგვიანეს 2016 წლის ივნისის პირველი სამუშაო კვირისა.
  8. დადგენილება გასაცნობად და აღსასრულებლად დაეგზავნოს ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში  (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. #30).
  10. დადგენილება ძალაში შედის ბსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, პროფესორი გურამ ჩაგანავა


აკადემიური საბჭოს დადგენილება №26 (27.05.2016)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა