გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევად

  1. კონკურსის შედეგად შეირჩევა მიზნობრივი პროექტები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების დაფინანსების მიზნით.
  2. თითოეული სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით წარმოდგენილი პროექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების პერიოდი განისაზღვროს 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
  3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს დასაქმებულს ან ბსუ-ს ემერიტუსს.
  4. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით  წარმოდგენილი უნდა იქნეს :

ა) განცხადება (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი, დანართი №1)

ბ) სამეცნიერო - კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) პროექტის ბიუჯეტი შესაბამისი კალენდარული გეგმით.

დ) პროექტში მონაწილეთა (პერსონალის) სია და CV-ები, მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოთა აღწერილობა;

ე) ცნობა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათის ასლი (პროექტში მონაწილე სტუდენტთათვის).

ვ) წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი, დანართი №2).

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
  2.  მე-4 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო დოკუმენტაცია (გარდა ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტისა) წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქული  კონვერტით.
  3. პროექტის ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მხოლოდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალი, ასევე ემერიტუსი და სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. პროექტის დამხმარე პერსონალი შეიძლება იყოს უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირები.
  4. თითოეულ პროექტში სავალდებულოა უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართულობა. ამასთან, ინტერდისციპლინური სამეცნიერო–კვლევითი პროექტებისათვის სავალდებულოა პროექტში მონაწილე თითოეული ფაკულტეტიდან არანაკლებ 1 (ერთი) სტუდენტის და არანაკლებ 1 (ერთი) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის ჩართულობა.

ერთი და იგივე პირი (პერსონალი, ემერიტუსი ან სტუდენტი) არ შეიძლება ერთდროულად მონაწილეობდეს უნივერსიტეტის  რამდენიმე მიზნობრივ პროექტში. იმ შემთხვევაში, თუკი კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ამ პირის სხვადასხვა პროექტში ჩართვის თაობაზე თანხმობა და საბოლოოდ იგი აღმოჩნდება ერთზე მეტი გამარჯვებული პროექტის მონაწილე, მისივე განცხადებით (წარმოდგენილი უნივერსიტეტის რექტორის სახელზე) განისაზღვრება ის  ერთი პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იგი მიანიჭებს უპირატესობას.

ბრძანება №01-08/25

დადგენილება №36

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა