2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა!
17 ივნისი საქართველოში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის-„ვეფხისტყაოსნის“- კითხვის დღეა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერის და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს!
შემოგვიერთდით!
2016 წლის 15 ივნისამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში (ოთ. #40) მოგვიტანეთ თქვენი ხელით გადაწერილი(A4 ფორმატის ქაღალდზე), თქვენივე გემოვნებით გაფორმებული და შერჩეული რუსთაველის ერთი სტროფი!
კონკურსი-გამოფენა ჩატარდება 17 ივნისს, 13 სთ-ზე, ფაკულტეტის საგამოფენო სივრცეში (II სართული).
უკან |