6-8 ივნისს 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 421 აუიტორიაში, გაიმართება ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ევა სადოვსკას საჯარო ლექცია,რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ევროკავშირში შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია - შედარებითი ანალიზი;
- მოქმედი პოლიტიკა შრომის ბაზარზე - შერჩეულ ქვეყნების კარგი გამოცდილების გაზიარება;
- პროფესიული უმოქმედობის პრობლემები;
- ევროკავშირის დასაქმების პოლიტიკა;
ლექციის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფი სააპლიკაციო დოკუმენტების მოსამზადებლად (Europass CV, სააპლიკაციო წერილი);
ევა სადოვსკას საჯარო ლექცია „ერასმუს+'' -ის კადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტარდება.
უკან |