საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

სურათი

2016 წლის 22 იანვარს, 11 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55 აუდიტორია),  განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის ფარგლებში, საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ საგრანტო კონკურსის პირობებსა და პროცედურებზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სასტიპენდიო პროგრამა  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში  საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას, საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:

  • აგრარული მეცნიერებები;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

განაცხადების მიღება  მიმდინარეობს  11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო  პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა