ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეციერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2016-ის მონაწილეთა შესარჩევად.
ზამთრის სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა- პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტი განკუთვნილია საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტთათვის, ასევე სკოლის დამამთავრებელი კლასების (XI-XII) მოსწავლეთათვის.
ზამთრის სკოლა – 2016-ში მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს25 იანვრისა, ელექტრონულ მისამართზე - zamtrisskola@gmail.com უნდა მოგვაწოდონ ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი - sylfaen; ზომა - 12; სტრიქონებს შორის დაშორება - 1) ნებისმიერ საკითხზექართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:
• საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
• ქართული ენა და მისი დიალექტები;
• ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
• საქართველოს არქეოლოგია;
• ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
• ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
• ქართული ფილოსოფიის ისტორია.
ექსპერტთა მიერ კონკურსანტთა ნაშრომებიდან შეირჩევა 30-35 საუკეთესო ნაშრომი, რის მიხედვითაც დაკომპლექტდება პროექტის მონაწილეთა კონტინგენტი. მონაწილეები 19.02.2016 შეიკრიბებიან თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, გაივლიან რეგისტრაციას და გაეცნობიან პროგრამას. სკოლის ფუნქციონირების პროცესში (19.02.2016-29.02.2016) მონაწილენი დაბინავდებიან სასტუმროში, სადაც წარიმართება სასწავლო პროცესი.ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროს მომსახურებით და კვებით. სალექციო კურსებს გაუძღვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. სასწავლო პროცესის ინტერაქტიური ფორმატიდან გამომდინარე, თითოეული ლექციის ბოლოს გაიმართება დისკუსია, ასევე დღის ბოლოს ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები - ლექციების თემატიკის შესაბამისად მოეწყობა პროექტის მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრები პრეზენტაცია.
ზამთრის სკოლა – 2016-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც შეჯამდება სკოლის შედეგები, სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია დაჯილდოვებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
აპლიკაციაუკან |