შეხვედრა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლებთან

სურათი
18 დეკემბერს 15:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია N-55) გაიმართება შეხვედრა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლებთან.
 

სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ აჭარის რეგიონში მართავს 7 კლინიკას, მათ შორის ბათუმში ორი ცნობილი დიდი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს: ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანრმთლობის ცენტრი.

კლინიკაში ხშირად ჩნდება ვაკანტური პოზიციები ადმინისტრაციული მიმართულებით, რითაც შესაძლოა დაინტერესდნენ ჯანდაცვის ადმინისტრირების, მედიცინის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის და სხვა არასამედიცინო პროფესიის მქონე პერსონალი. 
 
ასევე, წარმატებით მოქმედებს სტაჟირების პროგრამა და კლინიკებში არსებობს ეფექტური პრაქტიკა სტაჟირების შემდგომ სტაჟიორების დასაქმების მხრივ.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა