მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (55-ე აუდიტორია) ჩატარდება საჯარო ლექციები.
12 ნოემბერი
- 13:00 საათი - „ფიტოპათოლოგიური კვლევები - გუშინ, დღეს, ხვალ“ - ზოია სიხარულიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
- 14:00 საათი - „მემბრანული ტექნოლოგია - 21-ე საუკუნის ტექნოლოგია“ - რაულ გოცირიძე, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი.
13 ნოემბერი
- 14:00 საათი - „სტამბოლის ქართული კულტურის სავანე“ - შუშანა ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების უფროსი, როინ მალაყმაძე - ისტორიის დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი.
16 ნოემბერი, ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლა
- 13:30 საათი - „საკვები-სარგებელი და საფრთხე“ - ალეკო კალანდია, პროფესორი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
უკან |