პირველკურსელთა რეგისტრაცია!

ყველა პირველკურსელს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვას.

ბსუ-ში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №315);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა ( მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35,  ოთახი №42);
  • ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული მათემატიკა, გამოყენებითი ფიზიკა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №228)
  • განათლების ფაკულტეტი: დაწყებითი განათლება (მისამართი:ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №50)
  • იურიდიული ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №520)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ფინანსები, მენეჯმენტი,  ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №323)
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:  ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №334) ;
  • ტურიზმის ფაკულტეტი: ტურიზმი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №121);
  • ტექნოლოგიური ფაკულტეტი: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, სამთო და გეო-ინჟინერია, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროეკოლოგია, აგროინჟინერია (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №102);


რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუ­მენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი ;

გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);


სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 6 ეტაპად შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი -TRESGE  22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289(უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური);

დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა