გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემდეგ სადოქტორო  პროგრამებზე

აკადემიური საბჭოს დადგენილება №76

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება №01-08/33)

დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია)   იწარმოებს    2015 წლის 24 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, ოთახი №2 (უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემდეგი განრიგით:

გამოცდა უცხო ენაში - 2015 წლის 15 სექტემბერს, გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი;

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 16 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება  2015 წლის 16, 17 და 18 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიაში;

საპრეტენზიო განცხადებები განიხილება  2015 წლის 21 სექტემბერს.

უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენები) საკონკურსო გამოცდა ითვალისწინებს შემდეგ დონეებს:
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა არასპეციალისტებისათვის - B2 დონე;
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ლინგვისტებისათვის - C1 დონე;

გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში -2015 წლის 22 სექტემბერს, გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 1000 საათი;:

გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდება 23 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების მიიღება  2015 წლის 23, 24 და 25 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიაში.

საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2015 წლის 28 სექტემბერს.

გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

 

ბსუ- მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (საკონტაქტო ნომერი - 577 14 10 70):

ა) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, დამტკიცებული „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 27 ივლისის №134 დადგენილებით;

 ბ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო თემის დასახელება და სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განთლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა;

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა