გამოცხადდა მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის  შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

პროგრამების ჩამონათვალი

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძანება №01-08/32)

ბსუ–ს რექტორის მ/შ 2015 წლის 24ივლისის №01-08/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება 01-08/37)

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია)   იწარმოებს    2015 წლის 24 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-საათიდან 17:00 საათამდე.

 მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, ოთახი №2 (უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);

 მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში -2015 წლის 14 სექტემბერი;

დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი; II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი;

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 15 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 2015 წლის 15, 16 და 17 სექტემბერს ბსუ-ს კანცელარიაში.

 საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2015 წლის 18  სექტემბერს.

უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენები) საკონკურსო გამოცდა ითვალისწინებს შემდეგ დონეებს:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა არასპეციალისტებისათვის - B1 დონე;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ლინგვისტებისათვის - B2 დონე;

მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2015 წლის 21 სექტემბერი

გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი;  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი;

გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 22 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები  მიიღება 2015 წლის 22, 23 და 24 სექტემბერს ბსუ-ს კანცელარიაში.

 საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2015 წლის 25 სექტემბერს.   

გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

ბსუ- მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (საკონტაქტო ნომერი - 577 14 10 70):

ა) ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 23 ივლისის №83 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული მაგისტრანტობის კანდიდატის ანკეტა და განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადას­ტურებელი დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის მიერ, 2015 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განთლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა;

 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა