3 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით 300 სტუდენტი მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებლებში.
უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
• სოციალურად დაუცველი
• მრავალშვილიანი ოჯახის წევრი
• მზრუნველობამოკლებული
• შშმ სტატუსის მქონე
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი
• მერიის მიერ ინიცირებულ პროგრამებში აქტიურად ჩართული სტუდენტები
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში 20-დან 27 ივლისის ჩათვლით. მის: ლერმონტოვის ქ. #90.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 24 63 12
განაცხადი, სააპლიკაციო ფორმაუკან |