6 ივლისს 15:00 საათზე 238-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის“ წარმომადგენლებთან. ,,ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტების დასაქმების კუთხით. კომპანია უქმნის მათ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გარემოს კარიერული განვითარებისთვის.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ბსუ-ს სტუდენტებს გააცნობენ ,,ალდაგის“ სააგენტოს ქსელის მუშაობას, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შესთავაზებენ სხვადასხვა ვაკანსიებს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალები.
უკან |