30 ივნისს, 12:00 საათზე, 509-ე აუდიტორიაში, CERN - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის წევრი, ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი ჯემალ ხუბუა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავს ღია ლექციას თემაზე: „ექსპერიმენტი - „ატლასი“.
პროფესორი ჯემალ ხუბუა ლექციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ლაბორატორიებში (დუბნა, ცერნი, ჟენევა) ქართველი მეცნიერების მუშაობაზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- ,,ატლასი“ექსპერიმენტი - გზა სტანდარტული მოდელის შესავსებად
- „ჰიგს“ ნაწილაკი-მისი ძებნა, აღმოჩენა და მომავლის პერსპექტივები
- სტანდარტულ მოდელს მიღმა ფიზიკა და მათი ძებნის გზები, კავშირები მიკრო და მაკრო სამყაროს ფიზიკას შორის - რა გველის მომავალში?
CERN (შვეიცარია, ჟენევა) მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მთავარი ფუნქციაა ატომური აქსელერეტორების მიწოდება მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ექსპექრიმენტისთვის. აკეო-ში მიმდინარეობს მსოფლიოს უდიდესი ოთხი ექსპერიმენტი, აქედან ყველაზე ცნობილი და გახმაურებულია ექსპერიმენტი "ატლასი", რომელშიც მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსები მუშაობენ და მათ შორის, ქართველი ფიზიკოსი ჯემალ ხუბუა.
უკან |