2015 წლის 29 ივნისს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დარბაზში ორგანიზაცია PRIME-ის წამყვანი სპეციალისტი როს სიმპსონის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პალიატიური მზრუნველობა“. ცნობილი ექიმი განიხილავს სიკვდილის წინა პერიოდის მართვას პალიატიური მედიცინაში. სტუდენტებს, ოჯახის ექიმებსა და ონკოლოგებს ასევე გააცნობს პაციენტის ფსიქო-სოციალური სფეროს მნიშვნელობასა და დასავლური ტიპის პალიატიური მზრუნველობის აქტუალურ საკითხებს.
ორგანიზაცია PRIME - Partnerships in International Medical Education (www.prime-international.org ) არის ინგლისში დაარსებული საერთაშორისო, საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის სამედიცინო განათლებაში მონაწილე პროფესიონალების ურთიერთობა, ევროპის ქვეყნების წამაყვანი ექიმების მიერ ტრენინგების ჩატარება განვითარებად ქვეყანაში, სხვადასხვა სამედიცინო თემებზე (მაგ. საოჯახო მედიცინა, პალიატიური მედიცინა, ტროპიკული მედიცინა და აშ).
ქალბატონი როს სიმპსონი (http://www.prime-international.org/primeprofile-rossimpson.htm) აწარმოებს სამედიცინო პრაქტიკას როგორც ოჯახის ექიმი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოუსამპტონიში (Southhampton), ამასთანავე არის სოუსამპტონის სამედიცინო უნივერსიტეტის და ორგანიზაცია PRIME-ის წამყვანი ლექტორი.
უკან |