4 და 5 მაისს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციებს შემდეგ თემებზე:
04.05.2015 - რას ნიშნავს ბიზანტია (ბიზანტინიზმი);
05.05.2015 - რავენა - გვიანანტიკური ხანის დასავლეთ ევროპის დედაქალაქი;
ლექციები ჩატარდება აუდ. #44, დასაწყისი - 13 სთ. (ქართული თარგმანი უზრუნველყოფილია).
ლექციები ტარდება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
უკან |