გამოცხადდა ღია კონკურსი ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო

2015  წლის 08 აპრილი

დადგენილება №31

ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში 2015 წლის 10 ივნისიდან ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბსუ-ს წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს  2011 წლის 10 მარტის №01 გადაწყვეტილებით დამტკი-ცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“  საფუძველზე აკადე-მიურმა საბჭომ


დაადგინა

  1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში  2015 წლის 10 ივნისიდან სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად დანართი-1-ში მითითებული განყოფილებებისა და საშტატო ერთეულების მიხედვით გამოცხადდეს კონკურსი;
  2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
    ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის   23 აპრილიდან   8 მაისის  ჩათვლით,  დასვენების დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 15 საათამდე;
    ბ) კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 01 ივნისიდან 03 ივნისის ჩათვლით, ხო-ლო  შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2015  წლის 8 ივნისისა;
    გ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2015 წლის 10 ივნისიდან;
  3. გამოყენებულ იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), საჩივრის (დანართი 4), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართები 5, 6), განცხადებებისა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართები 7, 8) შესაბამისი ფორმები;
  4. ინფორმაცია (დანართი 9) კონკურსის გამოცხადების შესახებ და წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს ბსუ-ს ვებ–გვერდზე;
  5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე  გურამ ჩაგანავა
 

  აკადემიური საბჭოს დადგენილება №31-ის დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
  საპროცედურო კომისიების შემადგენლობა (აკადემიური საბჭოს დადგენილება №32)
  საკონკურსო კომისიების შემადგენლობა (აკადემიური საბჭოს დადგენილება №54)
  კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა სია
  კონკურსიდან მოხსნილი კონკურსანტთა სია
  სხდომის ოქმები
  აკადემიური საბჭოს დადგენილება N-56

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა