,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში საბუთების მიღება მიმდინარეობს

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს  ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’ ქვეპროგრამას,  რომლის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგანში არსებული მასწავლებლების ვაკანსიების შევსება კონკურსის წესით. ამ ეტაპზე ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულია და დასაქმებულია 30 ინგლისური ენის, მათემატიკისა და  ქიმიის პედაგოგი. სამინისტროში  მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საბუთების მიღება ინგლისური ენის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლობის მსურველთათვის.
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორ ეტაპიანი კონკურსი,  რომელიც შედგება წერითი და ზეპირი გამოცდისაგან. კონკურსში გამარჯვებულები დასაქმდებიან მინიმუმ ერთი სასწავლო წლით. გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, გამარჯვებული კონკურსანტები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 400 (ოთხასი)  ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამაში დასაქმებულებისათვის:
- ხელფასი 600-დან 700 ლარის ოდენობით
- საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის  დაზღვევა
- პროფესიული გადამზადების კურსები
- უფასო სახელმძღვანელოები
- კორპორატიული მობილური კავშირი
- სამინისტროს ღონისძიებებში ჩართვა
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე
- დიპლომის ასლი (ბაკალავრი/მაგისტრი)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- განაცხადის ფორმის შევსებული ვარიანტის წარმოდგენა
მასწავლებლობის მსურველთა საბუთების მიღება წარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.გუდიაშვილის ქ. №4.  და, ასევე, ადგილობრივ რესურსცენტრებში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ  ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 422 24 53 78, 577 29 99 98 . ასევე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ვებ-გვერდზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა