1. ტურიზმის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს არჩევნები ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად;
2. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (ოთახი №4)
2015 წლის 14 აპრილიდან 25 აპრილამდე, 10-დან 16 საათამდე, უქმე დღეების
გარდა;
3. არჩევნები ჩატარდეს 2015 წლის 27 აპრილს.
4. კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან
ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ
თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი
და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);
ე) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾-ზე.
უკან |