ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფრანკოფონია - 2015“ - ის ეგიდით 15 მარტს 11:00 საათზე ფრანგული ენის ტესტირება „Bonjour la France“ (აუდიტორიები: 32, 42, 43, 21) ჩატარდება. 17 მარტს, კინოთეატრში „აპოლო“ ფრანგულენოვანი ფილმის ჩვენება შედგება, ხოლო 19 მარტს, 14:00 საათზე (55-ე აუდიტორია) „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართება. ფრანკოფონიის დღეები 21 მარტს, 18:00 საათზე სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის თეატრალური დასის სპექტაკლით „ნაფტალინი“ საზეიმოდ დაიხურება.
უკან |