ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აცხადებს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება, ხანგრძლივობა – 3 წელი) პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას საექიმო სპეციალობაზე: ,,სამედიცინო რადიოლოგია“.
რეგისტრაციისათვის საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი); ექიმ–სპეციალისტებისთვის – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (სერთიფიკატი და სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მოწმობის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- ფოტოსურათი 3X4სმ ზომით – 2 ცალი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ყოველ დღე შაბათ–კვირის გარდა 10:00 სთ–დან 18:00 სთ-მდე. მისამართი: ქ. ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კანცელარია. ტელ.: 0422 27 17 88.
უკან |